დღეს დაიწყო ლანჩხუთის რამდენიმე საარჩევნო უბანის კომისიის წევრების სწრაფი ტესტით შემოწმება, ტრენინგის ჩატარება და რის შემდეგაც პირველი სხდომა უნდა ჩატარდეს, სადაც კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი უნდა აირჩიონ.
საგულისხმოა, რომ ეს ორ ლოკაციაზე ხდება. ერთი არის ლანჩხუთის ცენტრალური ბიბლიოთეკა და მეორე მესამე საჯარო სკოლა. აღმოჩნდა, რომ მესამე სკოლაში დაბარებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს პირდაპირ ღია ცის ქვეშ მოუწიათ შეკრება, რასაც ოლქში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელის ანდრო ნიკოლაიშვილის პროტესტი მოჰყვა ადგილზე.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წევრი გივი ცინცაძე აქვეყნებს.
[sexy_author_bio]