ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი საშინელებათა ჟანრის სამი ფილმის პროდიუსერი იქნება.
ამ ფილმების რეჟისორი ელაი როტი იქნება, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „სიკვდილის წყურვილი“. ასევე ბრიუს უილისის და კიანუ რივზის მონაწილეობით გადაღებული ფილმით „ვინ არის“.
როტის განცხადებით, ამ გუნდის მონაწილეობით გადაიღებს ფილმს, რომლის კეთებაც ამ დრომდე ყველას ეშინოდა.
ამერიკელი რეპერი 50 Cent-ი პროდუქციის წარმოებით დაკავდება, რაც ფილმის გადაღებას ახლავს. ამისთვის რეპერის კომპანია „G-Unit Film & Television“-მა დადო ხელშეკრულება სტუდია „3BlackDot“-თან. „ველოდები მომენტს, როცა მსოფლიოს ჩვენს ნამუშევარს წარვადგენთ“, – აცხადებს რეპერი.
[sexy_author_bio]