დღეიდან იზღუდება Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით ადმინისტრირება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე/
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეზღუდვა არ ეხება იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა მიმდინარე წლის 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის.
„შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით. პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით „ფაიზერის“, „ასტრაზენეკასა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.