ჩოხატაურში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
როგორც ცნობილია, ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა ამაღლებაში, ქვენობანში, დაბლაციხეში, ზოტში. ინფიცირებულებს შორის ნაგომარის მცხოვრებლებიც არიან.
გარდა აღნიშნული სოფლებისა კორონავირუსი ბახმაროშიც გამოვლინდა. ბახმაროში არსებული ვითარების შესახებ „გურია ნიუსი“ ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.
[sexy_author_bio]