7 სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების ცენტრი გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გაეროს ბავშვთა ფონდმა უნივერსიტეტებთან უკვე მოაწერა.
„შვიდივე უნივერსიტეტში ამოქმედდება ბავშვის უფლებათა ცენტრები – საგანმანათლებლო სივრცეები, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, ინფორმაცია მიიღოს ბავშვთა უფლებებზე, ჩაერთოს აქ გამართულ სემინარებში, ფილმების ჩვენებებსა და დისკუსიებში. ეს იქნება ერთგვარი რესურს-ცენტრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, სამეცნიერო საზოგადოებისთვის, მშობლებისა და ბავშვებისთვის“,_ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ბავშვის უფლებათა ცენტრები დაარსდა ნორვეგიის მთავრობის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში.