გურიაში 31 აგვისტომდე უნალექო, ცხელი ამინდი ნარჩუნდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა,დოდო გვაზავამ განუცხადა.
„31 აგვისტომდე უნალექო, ცხელი ამინდი ნარჩუნდება. 29-30 აგვისტოს დაბლობ რაიონებში შესაძლებელია ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +39 გრადუსი იყოს, მთიან რაიონებში კი 36 გრადუსამდე დაფიქსირდება. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.
ბახმაროში დღის ტემპერატურამ 29-20 აგვისტოს შესაძლებელია აიწიოს +27 გრადუსამდე შუა დღის საათებში.
31 აგვისტოს შესაძლებელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა. 2-4 სექტემბერს კი ინტენსიურად იწვიმებს. ღამის ტემპერატურა 1-ლიდან 4 სექტემბრის ჩათვით დაიკლებს. იქნება + 20-22 გრადუსი, დღისით 27-29 გრადუსი“,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]