ეს ისეთი ტკივილი და ტრაგედიაა, რომ ვერც გადმოვცემ სიტყვებით, უბრალოდ ჩაგლეჯილი გულით ვიტყვი, რომ ჩემი შვილების მეგობრები, ჩემი ნიკუშას ძმაკაცი გიორგი სანთელაძე და მისი დეიდაშვილი ლაშა ცხვედიანი წავიდნენ ამ ქვეყნიდან, _ ასე ეხმაურება ლეჩხუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას გარდაცვლილი ბიჭების ოჯახის ახლობელი შალვა შენგელი სოციალურ ქსელში.
“სანთელ, სულითაც ულამაზესო ბიჭო, ოჯახის წევრად მიგვაჩნდი და შვილივით მიყვარხარ. შენნაირი გულიანი, კეთილშობილი, გაბრწყინებული სახის და მუდამ ღიმილიანი მე სხვა არ მინახავს. ღმერთო, რა ბედნიერი ვიქნებოდი, რომ თქვენ მაგივრად მე ვყოფილიყავი იმ მანქანაში.
სანთელ, ლაშა, უამრავი ადამიანის გაუსაძლისი ტკივილი ხართ.
შემოგევლეთ თქვენ!” _ წერს შალვა შენგელი.