სხვა დროს მხოლოდ მორიგი “მეცნიერული” მატრაკვეცობა იქნებოდა, პანდემიის დროს რა დავარქვა, არც კი ვიცი.
“ეს რომ მედიცინაში გაუთვითცნობიერებულ სასულიერო პირს დაეწერა, წარმომიდგენია, რა ამბავს ატეხდნენ აქ ზოგიერთები, _ ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ინფექციონისტ გიორგი კანდელაკის ფეისბუქპოსტს, სადაც კანდელაკი ვაქცინასთან ასოცირებული დაავადების გაძლიერების ფენომენზე (ADE) საუბრობს.
ანტისხეულებზე დამოკიდებული იმუნური პასუხის აქტივაცია ხდება მაშინ, როდესაც ინფექციის შეხვედრისას, არსებულმა ანტისხეულებმა შეიძლება, პირიქით, ეს ინფექციური პროცესი კიდევ უფრო გააძლიეროს.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მსგავსი ფენომენი არ დაფიქსირებულა“, _ ამბობს იმნაძე..