“ლიზი მა, გილოცავ 100% გრანტის მოპოვებას! ვიცი უფრო დიდი წარმატებები წინ გაქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან გაგვახარე, გვეამაყები”, _ წერს ლოტბარი მერაბ თურქია ფეისბუქზე.
ლიზი თურქიამ ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით 100 პროცენტიანი დაფინანსებაც მიიღო.