“ორი ერთად… ორი კეთილშობილი, სანდომიანი ქალბატონი, საუკეთესო მეგობარი, მეუღლე, დედა, ბებია… ორი პროფესიონალი ბიბლიოთეკარი… ორივე ერთად შეუერთდა მარადისობას”, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ა(ა)იპ“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის“დირექტორმა დაწერა.
“მზევინარ კობალაძე და ლალი ვაშალომიძე… მზევინარი კოვიდმა იმსხვერპლა, დღეს გავაცილეთ უკანასკნელ გზაზე.
ლალის კოვიდის შემდეგ საშინელი სნეულება აღმოაჩნდა. ორი თვე იბრძოლა შვილებმა მისი სიცოცხლისათვის, არაფერი გამოვიდა. ძალიან მძიმეა ეს უდიდესი დანაკლისი ჩვენი ბიბლიოთეკისათვის, თითოეული ჩვენგანისათვის.
ორი უნიჭიერესი ქალბატონი წლების განმავლობაში ემსახურებოდა ოზურგეთელ წიგნისმოყვარულებს და მათი დიდი სიყვარული და პატივისცემაც დაიმსახურეს. განადგურებულები ვართ, ერთმანეთსაც ვერ ვანუგეშებთ, უზომო ტკივილია, რომელიც დიდხანს გაგვყვება…
ეს სიტყვები “უკან მიდევნებული” სამადლობელია, რომელიც დროზე ვერ გითხარით, ჩემო ძვირფასო კოლეგებო. უფალს ებარებოდეს თქვენი ლამაზი სული”, _ წერს სოციალურ ქსელში ლიკა ბაქანიძე.