„ქართული ოცნების“ ლიდერები რომ მხოლოდ ფულის გამო არიან ივანიშვილთან, ეს ფაქტია, მაგრამ ბოლო განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“ყველაფერს ფულს აბამენ და მხოლოდ ფული ადარდებთ, აბა ივანიშვილს არც იდეა აქვს და არც ქვეყნის განვითარების გეგმა. დაპირებები კიდე, დიდი ხანია გაზაფხულის თოვლივით გაქრა.
მოკლედ, ივანიშვილმა მხოლოდ უღირსი ქურდ-ბაცაცები კი დაიტოვა აქამდე გვერდით, მაგრამ აი ახლა უკვე თავად რამდენად აწყობს ასეთი წყალწაღებული „ოცნების“ უკან დგომა, ეს ცალკე ამბავია, რადგან ვინ ვინ და ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ 2024 წლამდე ეს “ოცნება” უბრალოდ ვეღარ შეინახავს.
თუმცა მეორეს მხრივ, „კალაძის გუნდი“… „ გახარიას გუნდი“… და არ არის გამორიცხული არჩევნების შემდეგ სულ სხვა თამაში მივიღოთ”, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.