წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში და დღეს, დილიდან გადაუღებლად წვიმს ოზურგეთში. სოფლებში, შიდა თუ ცენტრალურ გზებზე ნიაღვრის სიუხვეა, ადიდებულია ღელეები.
ქალაქ ოზურგეთში, როგორც ცენტრალურ, ისე გარე ნაწილში, ასევე, ღვარცოფის გამო, ცხაურებს უჭირს წყლის ერთბაშად გატარება. გზების როგორც სამანქანე, ისე ფეხით სავალი ნაწილი წყლითაა დაფარული.
მართალია, გადაუღებლად წვიმს, თუმცა წვიმას არ ახლავს ქარი, რაც არ ართულებს სიტუაციას, სტიქიური მოვლენების წარმოსაქმნელად.
[sexy_author_bio]