ძლიერი წვიმის შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში _ ჭალადიდსა და ახალ სოფელში, დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. ამასთან, წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზეც შეაღწია.
როგორც ხობის მერიაში განმარტავენ, სპეციალური ტექნიკა დილიდანვე მუშაობს, იწმინდება სანიაღვრე არხები.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან და ვითარებას ეცნობიან მერის მოადგილეები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად და ვითარებას ეცნობიან.
[sexy_author_bio]