როგორც უკვე ვწერდით, ბახმაროში, მდინარე ბახვისწყლიდან მიკროავტობუსის ამოსაყვანი სამაშველო ღონისძიებები ტარდება.
როგორც “გურია ნიუსს” კურორტზე მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა, ნატო ზარანდია უთხრა, მდინარე მოულოდნელად ადიდდა.
“112-სში ჩემმა შვილმა დარეკა. პოლიცია, მაშველები, სასწრაფო დროულად მოვიდნენ. ბახვისწყალი ადიდდა უცებ. მაგ დროს “რაფი” შუა მდინარეში გაჩერდა, არ ვიცი ზუსტად, რა მოხდა.
უკვე მოხერხდა სამი ადამიანის გამოყვანა, აქედან ერთი ბავშვი იყო. ახლა “რაფის” გამოყვანას ცდილობენ მაშველები. – უთხრა “გურია ნიუსს“ ნატო ზარანდიამ.
[sexy_author_bio]