სამხრეთ კორეელმა დიზაინერმა და ბიურო Atelier Sohn-ის დამფუძნებელმა დონგჰოონ სონმა შექმნა ავეჯი, რომელსაც კლასიკური სენდვიჩის ფორმა აქვს და მისგან მდნარი ყველი წვეთავს.
სონის კოლექციაში შევიდა სავარძელი, სკამი და მაგიდა. ავეჯი თეთრი პლასტიკური ბლოკებისგანაა დაზადებული და თერმოპლასტიკური სითხითაა დამუშავებული.
სონის იდეის თანახმად, ავეჯი პურის ნაჭრებს ჰგავს, საიდანაც მდნარი ყველი წვეთავს. იმიტაციის შესაქმნელად, დიზაინერმა თეთრი, წითელი, ლურჯი და ყვითელი ფერი გამოიყენა.
[sexy_author_bio]