ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 6644 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 5558 ადამიანი, გარდაცვლილია 75.
ამ დროისთვის, აქტიური რჩება ინფიცირების 1011 შემთხვევა, საიდანაც 206 პაციენტი სტაციონარში, 293- საკარანტინე სივრცეში, 512 კი ბინაზე მკურნალობს.
[sexy_author_bio]