ოზურგეთში ჭადრების ბაღში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვისთვის ბრალდებული გიორგი გოგოტიშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები გამაფრთხილებელ აქციას მართავენ სახელწოდებით ,,არა ძალადობას”, ,,არა ჩადებას”. აქციას პოლიტიკოსების ესწრებიან ადგილობრივი ოპოზიციიდან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, 21 წლის გიორგი გოგოტიშვილის 17 აბი ნარკოტიკული ნითიერება სუბოტექსი ჩაუდეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კურორტ ბახმაროში მოხდა, მაშინ როდესაც ის კოვიდ ტესტის რიგში იდგა.
ახლობლების თქმით, უცნობმა პირებმა ის ავტომობილით ისე გაიტაცეს, რომ ფაქტი თანმხლებ პირებს არ დაუფიქსირებიათ. რამდენიმე საათი შემდეგ კი შეიტყვეს რომ გიორგი ნარტოკული ნივთიერების შეძენა -შენახვის ბრალდეით იყო დაკავებული. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გოგოტიშვილი უდანაშაულოა და მის გათვისუფლებას ითხოვენ.
„გიორგი არასდროს ყოფილა ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. ყველაფერს აკეთებდა ნარკომანიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ფობია ჰქონდა ნემსის და არცერთი პრეპარატი ინექციის სახით სამედიცინო დანიშნულებითაც კი არ მიუღია. შემგვიერთდეს ვინც იჩაგრება. ჩვენი მთავარი მიზანია თავისუფლება გიორგის. „არა ჩადებას“, „არა ძალადობას“. ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობაა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ საქმის მიმართ,რომელიც არის ჩვენი ძალა ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად.
მოვითხოვთ, პროკურატურამ ჩახედოს სიმართლეს თვალებში, შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები. მმართველი პარტიის მაქსიმალურ ჩართულობას და შუამდგომლობას პროკურატურასთან“,_ განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი ქილიფთარმა.
[sexy_author_bio]