თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფმა 111 წლის ლეონილა გვაჯავა კორონავირუსი დაამარცხა და სახლში მალე დაბრუნდება.
„გურია ნიუსი“ ლეონილა გვაჯავას შვილიშვილს, ლალი სიჭინავს ესაუბრა.
„ბებია 111 წლისაა. დევნილი გალიდან. ყავს 2 შვილი, 7 შვილიშვილი, 12 შვილთაშვილი და 3 შვილთაშვილისშვილი. მეუღლე სამამულო ომის გმირია და ომიდან დაბრუნებული მალევე გარდაეცვალა და მარტო სწევდა ცხოვრების ჭაპანს. სპეციალობთ პედაგოგია, გეოგრაფიის მასწავლებელი. მუშაობდა ჩხოროწყუს პირველ საშუალო სკოლაში, მე-10 საბავშვო ბაღის გამგედ გალში ბოლო წუთამდე, სანამ აფხაზები შემოვიდოდნენ. ახლა ლტოლვილია. წლების განმავლობაში დედაჩემთან იყო ლესიჭინეში, ამბოლოს ბიძასთან თბილისში. ბიძა და ბებო ერთად გადაიყვანეს რესპუბლიკურში. სიტუაცია რთული იყო, მაგრამ ექიმებმა ივაჟკაცეს. როგორც ვიცი, მალე იგეგმება მისი გაწერა“, – გვითხრა ლალი სიჭინავამ.
“გურია ნიუსი“ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უსურვებს ლეონილა გვაჯავას.
[sexy_author_bio]