საქართველოს აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია სტუმრობს.
“საქართველო აშშ-ის მოკავშირე ქვეყანაა და ამას ძალიან ვაფასებ. ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ. გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თქვენი ქვეყნისადმი და მადლობა გადავუხადოთ საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან”, – ამბობს კონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი.
როგორც ცნობილია, კონგრესმენების ვიზიტი 9 სექტემბრამდე გაგრძელდება.