ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ თანამდებობა დატოვა.
გაბედავამ წასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
“მოგესალმებით, მეგობრებო!
ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მქონდა პატივი ,მემუშავა თქვენთან ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. მინდა ყველა საჯარო მოხელეს, ყველა მოსამსახურეს, თითოეულ ადამიანს, ვისთანაც მქონია სამსახურებრივი თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობა,მადლობა გადაგიხადოთ.
მინდა დაგემშვიდობოთ და წარმატებები გისურვოთ!”,-წერს გაბედავა.
ცნობისთვის, ის აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა.
ჯერჯერობით უცნობია,სად და როგორ გააგრძელებს მერის ყოფილი მოადგილე პოლიტიკურ საქმიანობას.
[sexy_author_bio]