ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
სულ კი ლანჩხუთში დაფიქსირებულია 3386 შემთხვევამ , გამოჯანმრთელებულია 2991 ადამიანი, გარდაცვლილია 50 ადამიანი. ამ დროისთვის აქტიურია ინფიცირების 345 შემთხვევა.
მენაღარიშვილის თქმით, ამ დროისთვის ოდნავ დაკლებულია ინფიცირების ახალი შემთხვევები, მაგრამ საგრძნობლად არა.
[sexy_author_bio]