ფოთი-გრიგოლეთის გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილი ოზურგეთელი 18 წლის ახალგაზრდაა, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” წყარომ განუცხადა.
მისივე თქმით, გარდაცვლილი სოფელ შრომაში ცხოვრობდა, თუმცა რეგისტრირებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში იყო.
“მთელი სოფელი გლოვობს. უპატიოსნესი ახალგაზრდა იყო. თავზარი დაგვცა ამ საშინელმა ამბავმა”, _ გვითხრა წყარომ.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა – მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ბეტონის ბოძს შეეჯახა.
[sexy_author_bio]