მუნიციპალიტეტის მერობისთვის სამტრედიაში ,, ევროპული საქართველოდან” ჟუკიანა ფოფხაძე იბრძვის.
ამ პოსტზე პროფესიით პედაგოგი, ახალგაზრდა ქალბატონი პარტიის რაიონულმა ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ დაასახელა.
საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატები არიან: ავთანდილ სტურუა, თამარ ბალანჩივაძე, ლალი უბილავა, მარიამ ნემსაძე, ირინა პერელმანი, ომარ ჩხაიძე, ზაზა ახობაძე, პაატა ჯვარშეიშვილი, ზაზა მეგენეიშვილი, გიორგი კუტალაძე, გურამ კუტალაძე.
ცნობილია პარტიული სიის ათეული: ავთანდილ სტურუა, ალექსანდრე ჯვარშეიშვილი, მარინა ხაზარაძე, გოჩა ადეიშვილი, ბეჟან ბაკურაძე, დალი ჯვარშეიშვილი, ირინა პერელმანი, ლევან მანჩხაშვილი, ირმა ჯანჯალია, დავით ფოცხვერია.
[sexy_author_bio]