„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დღეს ლანჩხუთს სტუმრობდა და პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კახა ასკურავა, გიორგი გოგუაძე, ირმა მგელაძე, გივი ცინცაძე _ სიას სათავეში ეს ოთხეული უდგას.
5. კახა გუჯაბიძე, 6. ლია ასკურავა, 7. დინარა ცხომარია, 8. ოთარ პატიეშვილი, 9. ნუკრი შენგელია, 10. მიხეილ მოდებაძე.
ლანჩხუთი – კახა გუჯაბიძე და სიის მეხუთე ნომერი. პროპორციული სიაში მეექვსე ნომერია ლია ასკურავა, რომელიც ნიგოითი-შუხუთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. შემდეგ სუფსის მაჟორიტარობის კანდიდატი დინარა ცხომარიაა. აკეთი-აცანა-მამათში მაჟორიტარობის კანდიდატი სიის მერვე ნომერი ოთარ პატეიშვილია. ნუკრი შენგელია კენჭს ღმაღელეში იყრის და ის სიაში მეცხრე ნომრადაა.
ათეულს მიხეილ მოდებაძე ასრულებს, რომელიც ნიგვზიანი-ნინოშვილის დეპუტატობის კანდიდატია.
გვიმბალაური-ჩიბათი-მაჩხვარეთში ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს გელა რიონიძე იყრის, ხოლო ლესა-ჯურუყვეთში მოქია. ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პრეზენტაციაზე, რომელიც სლოგანით -„დადგა დრო დავდგეთ ერთად“ გაიმართა, ჩოჩხათის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძის პარტიიდან ნონა მურვანიძეც წარადგინეს, რომელსაც ორი ოქტომბრის არჩევნებზე “ნაციონალური მოძრაობა” მხარდაჭერას უცხადებს.
ოპოზიციამ მერობის საერთო კანდიდატი ლია მუხაშავრიაც წარადგინა.
[sexy_author_bio]