ახლახან, ოზურგეთში, „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგი ჩატარდა. პარტიის რეგიონულმა კოორდინატორმა, გიორგი ღურჯუმელიძემ ისაუბრა დასრულებული სასამართლო პროცესის შესახებ, სადაც განიხილებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ საჩივარი.
_ ორგანიზაცია სადავოდ ხდიდა ჩვენ მიერ ჩატარებულ თემატურ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას ჩვენი საარჩევნო პროგრამის ჯანდაცვის ნაწილი წარვუდგინეთ. შეხვედრას დაინტერესებული8 მოქალაქეები, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები ესწრებოდნენ.
სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე საჩივრის ავტორს უარი უთხრა. მიიღო კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება, _ თქვა ღურჯუმელიძემ. მან ასევე თქვა, რომ ეს საჩივარი იყო მიკერძოებული.
_ მივმართავთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რეაგირება მოახდინონ ამ შემთხვევებზე და ობიექტურად შეაფასონ საარჩევნო პერიოდში მომხდარი დარღვევები, _ თქვა გიორგი ღურჯუმელიძემ ბრიფინგის დასასრულს.
[sexy_author_bio]