ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში სავარაუდოდ შეიარაღებული პირი შეიჭრა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკში რამდენიმე თანამშრომელი და მომხმარებელი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბანკში შეჭრილ მამაკაცს აქვს ხელყუმბარა.
ბანკთან მობილიზებულია პოლიცია.
ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ.
“პირველადი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.
თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს, _ ნათქვამია უწყების განცხადებაში.