“ქართულმა ოცნებამ” ისევ თავისი დღესასწაული მოიწყო და კიდევ ერთხელ წაახალისა ძალადობა ამ ქვეყანაში. რადგან ფაქტია, ნიკა მელია არ სარგებლობს ამ ამნისტიით. სამაგიეროდ მივიღეთ ის, რომ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩაიდინოთ ძალადობა სახელმწიფოს სახელით და ამნისტირებულები იქნებიან.
მოკლედ, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ!
რადგან “ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა უკვე მასკარადი გახდა.
ისინი ხელისუფლების ნიღბებს ამოფარებულნი არიან, თორემ არც ფუნქცია გააჩნიათ და არც ის აინტერესებთ, ქვეყანას, ხალხს რა სჭირდება“,_ აღნიშნული განცხადება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.