საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს დამკვირვებლები ევროპარლამენტიდანაც ეყოლება. შესაბამისი ინფორმაცია ტვიტერში ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდიმ გაავრცელა.
„შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნოს”, – წერს კალიურანდი.