„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, მერობის კანდიდატი დაბა ურეკის მცხოვრებლებს შეხვდა.
„ ურეკში ჩვენს თანამოქალაქეებს საარჩევნო პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა გავაცანი, რომელიც რეალურ საჭიროებებს პასუხობს და მომავალზეა ორიენტირებული. სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერა აქვს ჩვენს ინიციატივებს და პროექტებს, რომელიც მოიცავს:სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განახლებას; წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარებას და სადრენაჟო სისტემის მოწესრიგებას;
თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის გამართვას და ახალი ავტობუსების შემოყვანას; ურეკში ახალი სკოლის მშენებლობას; სამეწარმეო, სოფლის მეურნეობის და ტურისტული პროექტების მხარდაჭერას – ახალი სამუშაო ადგილების შექმნას; სხვა ამოცანებთან ერთად, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ შემდეგი 4 წლის განმავლობაში“, – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
(R)