ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ჩინეთში კორონავირუსის ეპიდაფეთქების ახალი კერა აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ეპიცენტრად პროვინცია ფუძიანი იქცა. 11 სექტემბერს ქალაქ პუტიანში შიდა გავრცელების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ერთი ინფიცირებულია ქალაქ ციუანჯოუში.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩინეთში ინფიცირების 46 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 26 შეტანილია.