საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გიორგი ტყემალაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი თხინვალას, ნუცუბიძის მეორე პლატოსა და ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტლის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რომელზეც ვაკის რაიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინა.
“ყოველდღიურ რეჟიმში ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს უბნის, თუ კონკრეტული ქუჩისთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ. ჩვენის მხრივ კი ვაცნობთ მათ უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. ჩვენთვის ადგილობრივების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა”,– განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
(R)