ოზურგეთში კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ამ დროისთვის, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 6935 შემთხვევა, საიდანაც 5873 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 75 გარდაიცვალა. აქტიური რჩება 987 შემთხვევა.
987 კოვიდინფიცირებულიდან საკარანტინე სივრცეში – 289, სტაციონარში- 199, ბინაზე კი 499 პაციენტი მკურნალობს.