ლანჩხუთში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების მცირედი კლება შეინიშნება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების მცირედი კლება ფიქსირდება. გასულ 24 საათში დაფიქსირდა ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა. სულ კი დაფიქსირებულია ინფიცირების 3511 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 3145 პაციენტი, გარდაცვლილია 50, აქტიურია ინფიცირების 316 შემთხვევა“,_ გვითხრა მენაღარიშვილმა.