საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი. 2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -3 982 კაცით განისაზღვრა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (717) და ქვემო ქართლში (195).
[sexy_author_bio]