მთავარი არხის ინფორმაციით, ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ოპერატორის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის, თეო გილიგაშვილის თქმით, მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს ქართული ოცნების ქარელის შტაბში მისვლისთანავე აგრესიულად დახვდნენ. მისივე ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმების წინასწარი შეფასებით ოპერატორს ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული.
On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, საიდანაც კითხვებზე პასუხის მიღებას ველოდებით. დამატებით დეტალებს უწყებიდან ინფორმაციის მიღებისთანავე მოგაწვდით.
ჩვენ დავუკავშირდით ქართული ოცნების პრესსამსახურსაც, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.