Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 400 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 551 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 849 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 176 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 589 727-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.21%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 838 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 554 618.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 8 390 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 176 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარა – 134, იმერეთი – 357, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 138, გურია – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 243, კახეთი – 236, მცხეთა-მთიანეთი – 58, სამცხე-ჯავახეთი – 42, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 693 საიდანაც: 5 637 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 607, იმერეთში – 1 049. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, თბილისში – 512, აჭარაში – 151, იმერეთში – 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 354 პირი, მათგან თბილისში – 214, აჭარაში – 18, იმერეთში – 30. 1 350 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 741 – თბილისში, 377 – აჭარაში. 19 706 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 75 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 74, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 6 ოქტომბრიდან – 15 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 149 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 877 ადამიანი.