ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლოს-ანჯელესის ფედერალურ საოლქო სასამართლოში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, – ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმე ეხება სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ ფრაზას, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია.
მედიის ინფორმაციით, გაფრინდაშვილი კომპენსაციის სახით მილიონობით დოლარს ითხოვს იმ სიცრუის გამო, რომელმაც „მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე მოჭადრაკის მიღწევები დაამცირა და შელახა“. ის ასევე ფილმიდან კონკრეტული მონაკვეთის ამოჭრას მოითხოვს.
სარჩელში ნათქვამია, რომ Netflix– მა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზნით იმის ხაზგასასმელად, რომ მისმა გამოგონილმა გმირმა მოახერხა გაეკეთებინა ის, რაც სხვა ქალებს, მათ შორის გაფრინდაშვილს არ გაუკეთებიათ.
Netflix-ში აცხადებენ, რომ მიუხედავად ნონა გაფრინდაშვილისადმი პატივისცემისა, მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.