არქეოლოგებმა ეგვიპტეს ქალაქ აბიდოსში 5 ათასი წლის ლუდსახარშის ნანგრევები აღმოაჩინეს, რომელსაც ათასობით ლიტრი ლუდის წარმოება შეეძლო.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ლუდსახარში სავარაუდოდ მეფე ნარმერის მმართველობის დროს, ძველი წელთაღრიცხვით 3 100 წელს აშენდა. არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ იქ წარმოებული ლუდი ეგვიპტეს ადრეული პერიოდის მეფეების დაკრძალვის ცერემონიების დროს გამოიყენებოდა.
ლუდსახარში 22 400 ლიტრი ლუდის წარმოება შეეძლო. საწარმო 8 სექციად იყო დაყოფილი, თითოეულ მათგანში თიხის 40 ქოთანი იდგა, სადაც ლუდი იხარშებოდა. ეგვიპტეს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები ქვეყანაში ტურისტების რაოდენობას გაზრდის, რადგან პანდემიის გამო ეს სექტორი ძლიერად დაზარალდა.
[sexy_author_bio]