15 სექტემბერს, სამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ერთ-ერთ მგზავრს დღეს კრძალავენ.
“მთელი ქალაქი ტირის, დღეს დედას კრძალავენ, შვილს კი _ სამშაბათს… ასეთი უმძიმესი სურათი სიზმარშიც წარმოუდგენელია“, _ ამბობს “გურია ნიუსთან” სენაკის ერთ-ერთი მცხოვრები.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც კოპიტნართან მოხდა, სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო სენაკელი დედა-შვილი.
არსებული ინფორმაციით, ისინი დაქირავებული ტაქსით კლინიკაში მიდიდოდნენ.
[sexy_author_bio]