„არ იქნება შემაჯამებელი, საკლასო წერა“, – განაცხადა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და რესურსების განვითარების სამმართველოს ექსპერტმა, ნიკოლოზ სილაგაძემ და დასძინა, რომ მოსწავლეები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც ვრცელდება მერვე კლასის ჩათვლით, შეასრულებენ მხოლოდ კომპლექსურ დავალებებს.
„თემის ფარგლებში შესრულდება კომპლექსური დავალებები და ეს ბევრად ადვილია. ჩვენ ვფიქრობთ, მასწავლებლებს გავუიოლოთ საქმე. სამი ნიშნის წერა და შემდეგ საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა არ არის კომფორტული. უმჯობესია, იყოს ერთი ნიშანი, რომელიც შეაფასებს მოსწავლის მიღწევებს სრულად. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, უქმდება სამკომპონენტიანობა“.