15 სექტემბერს, სამტრედიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად გარდაცვლილ ერთ-ერთ მგზარს დღეს კრძალავენ.
“დედა შაბათს მიაბარეს მიწას, დღეს კი შვილს, ლილი ბაღათურიას მიაბარებენ. მართლა, ენით აღუწერელი ტრაგედიაა. დედა როგორ უყვარდა. ონკოავადმყოფი იყო და თითქმის ყველა ექიმთან ჰყავდა და მის გადარჩენას ცდილობდა,თუმცა “, _ ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ-ერთი სენაკელი.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც კოპიტნართან მოხდა, სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის სენაკელი დედა-შვილი. არსებული ინფორმაციით, ისინი დაქირავებული ტაქსით კლინიკაში მიდიდოდნენ.
[sexy_author_bio]