წუხელ ოზურგეთში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა და ამ დილითაც გადაუღებლად წვიმს.
სოფლებში საკმაოდ ადიდებულია ღელეები, ნიაღვრებისგან უბნების გზები დაზიანებულია. ასევე, ნიაღვრების ნაკადია ქალაქში.
თუ წვიმა ასე გაგრძელდა, შესაძლოა, ისეთივე წყალდიდობის საშიშროება შეიქმნას, როგორიც იყო სექტემბრის დასაწყისში.
„გურია ნიუსი“ მალე მოგაწვდით ინფორმაციას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
[sexy_author_bio]