ოფიციალურად, 2021 წელს სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს განახლდა და 15 ივნისს დამთავრდება. თუმცა, მე-12 კლასი 20 მაისს, პირველი კლასი კი – 27 მაისს დასრულებს სწავლას.
2021-2022 სასწავლო წლისთვის მოსწავლეები დაისვენებენ შემდეგ დღეებში:
- 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა
- 23 ნოემბერი – გიორგობა
- 7 იანვარი – შობა
- 19 იანვარი – ნათლისღება
- 3 მარტი – დედის დღე
- 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე
- 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.
- 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
- 12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.
- 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ზამთრის არდდეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საგაზაფხულო არდადეგები კი 8 მარტიდან დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის შემდეგი ორშაბათი). აღდგომა 24 აპრილსაა, შესაბამისად, მოსწავლეები 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.
წყარო: mshoblebi.ge