ლანჩხუთში, ურუშაძის ქუჩის მცხოვრებლებს ხანგრძლივმა და ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა. როგორც ისინი ამბობენ, ქუჩაში გამდინარე წყალთან ერთად, მათ პრობლემას საკანალიზაციო ჭიდან გადმოსული ფეკალიები უქმნით.
“მთელი ქუჩა წყალსა და ფეკალიებში ცურავს, ქუჩაში ვერ გაივლი ისეთი ამბავია. მოვლენ ნახავენ და გვპირდებიან, ერთი ტრაქტორი ვერ უშოვიათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ვნახოთ, რა იქნება, ახლაც დაპირების იმედად ვართ”, _ ამბობენ ურუშაძის ქუჩის მაცხოვრებლები.
[sexy_author_bio]