“ნასედკებს” არც ბრძოლის უნარი გააჩნიათ, არც კაცობა და გვერდითაც არავინ დაუდგება არასოდეს!, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ტრიბუნას ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“ამიტომ ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” წავა ყველაფერზე, რაც ხელეწიფებათ, მაგრამ ქართველი ოფიცრების დიდი ნაწილი, არ გადააბიჯებს იმ ზღვარს, რასაც ღირსება და სამშობლო ქვია.
რადგან მათთვის ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის მსახურება, ან მითუმეტეს, ამ გაუგებარი “ქართული ოცნების ” და მისი არსაიდან მოსული მონა-ლიდერები სამსახურში ყოფნა.
განსაკუთრებით, როდესაც ორ ირაკლიზე, ორ მონაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება მონები იყვნენ ჩვენი ქვეყნის ლიდერები?!
მითუმეტეს, მათ თავად ბიძინა ივანიშვილიც ისე გაემიჯნა, რომ ღიად არათუ არ ჩნდება, წერილიც კი არ დაუწერა”, _ განაცხადა ტრიბუნას ლიდერმა.