ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ თელავის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, ვანო ზანდარაშვილი დამნაშავედ ცნო. ამ წუთებში კი სასამართლო სასჯელის ვადის დადგენაზე მსჯელობს.
11 ნაფიცი მსაჯული, გადაწყვეტილებაზე თითქმის ათი საათის განმავლობაში მსჯელობდა. მათ არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ყოფილმა პოლიციელმა მკვლელობა აფექტში ჩაიდინა.
შეგახსენებთ, თელავის პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, გასული წლის დეკემბერში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, 38 წლის ზურა საჩიშვილი, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სოფელ იყალთოში მოკლა.
გამოძიება, ვანო ზანდარაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.