ცოტა ხნის წინ იაპონელმა პროგრამისტებმა წარადგინეს ახალი აპლიკაცია „Mezamee“, რომელიც მომხმარებელს დაგვიანების შემთხვევაში მითითებული საბანკო ბარათიდან თანხას ჩამოაჭრის.
აპლიკაციის მიზანია მომხმარებელს დაეხმაროს არ დააგვიანოს. ამისთვის მომხმარებელმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს მონაცემები იმის შესახებ თუ რომელ საათზე უნდა იყოს ამა თუ იმ ადგილას. თუ ის დათქმულ დროს თავისი სახლთან 100-მეტრიან მანძილზე ახლოს იქნება, აპლიკაცია მას ბარათიდან გარკვეულ თანხას ჩამოაჭრის.
მომხმარებელს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს რა თანხას დაკარგავს დაგვიანების შემთხვევაში, თუმცა „ჯარიმის“ მინიმალური თანხა 100 იენია (დაახლოებით 3.17 ლარი).
[sexy_author_bio]