არავის არასოდეს ამხელა შეურაცხყოფა არ მოუყენებია პოლიციელის მუნდირისთვის, როგორც ამას “ქართული ოცნება” აკეთებს, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
“ამიტომ პოლიციელებს მინდა მივმართო,
აი ასეთი შს მინისტრი რომ გყავთ, რომელიც ვერც ლიდერებს იცავს და ვერც ევროკავშირს, ვინც 5 ივლისს ჟურნალისტები ვერ დაიცვა და ვინც წესრიგსაც კი ვერ ამყარებს, თუ კობახიძე-მდინარაძემ არ დაურეკა “ამრევებს” – აი ეს მისაღებია თქვენთვის?
და თუ ისედაც “ქართული ოცნებიდან” წყდება ყველაფერი, დიდი ხანია მდინარაძე ოცნებობს შს მინისტრობაზე და წავიდეს მაშინ გომელაური სახლში.
ევროკავშირის ოფისთან მისულ ახალგაზრდებს რაც ეხება, ღმერთმა გაგიმარჯოთ, ვინც თქვენი იდეისთვის გამოდიხართ ქუჩაში, მაგრამ!
კობახიძის, აღიარებული “ნასედკის” დასაცავად როგორ უნდა გახვიდე და მითუმეტეს მისი დავალებები როგორ უნდა ასრულო, აი ამის გაგებაა ცოტა ძნელი…
და აქვე “ოცნებისგან” მაინტერესებს,
ევროკავშირის ელჩს რომ ვერ აძლევ გარანტიას, 2024 წელს რომელ კავშირში აპირებთ განაცხადის შეტანას???” _ აცხადებს დავით ჭიჭინაძე.