ხობში “ევროპული საქართველოს” კანდიდატების პლაკატები ჩამოხიეს.
ინფორმაციას ფოტოსთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მამუკა ჭოხონელიძე ავრცელებს.
მისი თქმით, ჩამოხეულია მისი და მერობის კანდიდატის პლაკატები.
“უბრალოდ, სორცხვილია _ ,,ევროპული საქართველოს” პლაკატებზე ტოტალური ნადირობა დაიწყო. პრაგმატულობიდან გამომდინარე, მინიმალური რაოდენობის პლაკატი დაიბეჭდა ჩვენს პარტიაში, ჩემი და ლაშასი და მოკრძალებულად არის გაკრული, უმოწყალოდ ხევენ… მერედა ვინ ხევს?!” _ წერს ჭოხონელიძე.
ცნობისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის 7. 1 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული.
[sexy_author_bio]