არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მორიგ მიმართვას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მოსახლეობას საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.
ძალიან ახლოს არის რეფერენდუმის დღე – ამბობს მიხეილ სააკაშვილი და განსაკუთრებული აქტიურობისკენ ემიგრანტებს მოუწოდებს:
“ახლა არის დრო, ვისაც შეგიძლიათ აიღოთ ბილეთი და ჩახვიდეთ საქართველოში, ახლა წყდება საქართველოს ბედი, მე ეს ვიცი და მე ვაპირებ იგივეს გაკეთებას”, _ ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” 43%-იან ბარიერს ვერ უახლოვდება და ხელისუფლებამ ეს საკუთარი შიდა კვლევებითაც კარგად იცის.
მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას მიმართავს, რომ გარდამავალ პერიოდში აუცილებელია კოალიციური შეთანხმება შედგეს. გარდა ამისა, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებსაც კარგად აქვთ გააზრებული, რასაც ადასტურებს ევროპარლამენტიდან სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნაც.